ამ დროისთვის სრული სიმშვიდეა ქალაქ ოზურგეთის საარჩევნო უბნებზე. ქალაქის 55-ე უბანზე, რომელიც სამუსიკო სკოლის შენობაშია განთავსებული, 1059 ამომრჩევლიდან ხმა მისცა ასმა ამომრჩეველმა. # 3 უბანზე, სადაც 1107 ამომრჩეველია, 12 საათისთვის ხმა მისცა 116-მა ამომრჩეველმა, ხოლო # 8 საარჩევნო უბანზე, რომელიც ასევე პირველ საჯარო სკოლაშია განთავსებული, 1356 ამომრჩევლიდან, ხმა მისცა ასზე მეტმა ამომრჩეველმა.
როგორც გვეუბნებიან, აქტივობა არც ისე მაღალია. არის სრული სიმშვიდე.
უბნებთან მიმავალ-მომავალ ამომრჩევლებს შორის ზოგიერთები საუბრობენ პოლიციის მობილიზებაზე, რომლებიც უბნების შორიახლო შეიმჩნევა. თუმცა, ასეთ აზრს იქვე, ერთმანეთში სხვები სცემენ ასეთ პასუხს:
_არჩევნებია და უსაფრთხოების მიზნით, პოლიციაც გამოჩნდება ხოლმე, რაშიც ცუდი არაფერია, _ ამბობენ ისინი.
ოზურგეთში საკრებულოს დეპუტატს ირჩევენ და ხუთ საარჩევნო უბანზე ამ პოსტისთვის 13 კანდიდატი იბრძვის.