ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფარცხმაში მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც ერთ-ერთ უბანთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ჩავარდა.
ამ წუთებში ადგილზე იმყოფება მერი შესაბამის სამსახურებთან ერთად. ირაკლი კუჭავას თქმით, იმისათვის რომ საავტომობილო გზა განვლადი გახდეს, დროებითი ღონისძიებების გატარება დღესვე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ წუხანდელმა ძლიერმა წვიმამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა; რამდენიმე სოფელში დაიბტორა გზები.