დღეს დილით, ოზურგეთის აგრარულ ბაზარში უჩვეულო სტუმარი გამოჩნდა _ ორმა ახალგაზრდა მამაკაცმა ვეტერინართან შვლის ნუკრი ჩამოიყვანა. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევა არ არის.
“ეს პირველი შემთხვევა არის, როდესაც შვლის ნუკრი მოყავთ ჩვენთან შესამოწმებლად. რაც შეეხება დღევანდელ შემთხვევას, პატარა არსება სოფელ ლეღვადან ჩამოიყვანეს. შვლის ნუკრს გამონაყარი ჰქონდა ტანზე და დასახმარებლად მოვიდნენ. იყო შემთხვევა შვლის ნუკრი ბოტანიკური ბაღისთვის გადაუციათ“, _ გვითხრეს ვეტაფთიაქში.
“არ ვიცი, რა ქვია იმ ბიჭს, ვინც შვლის ნუკრი მოიყვანა ბაზარში. ისეთი სათნო და თბილი იყო ყველა დავიწყეთ ფოტოების გადაღება. მხოლოდ ის გავიგეთ, რომ ლეღვაში ხშირად ჩამოდის ტყიდან შვლის ნუკრი და შემდეგ მოსახლეობა პატრონობს ან შესაბამის სამსახურს უკავშირდებიან დახმარებისთვის“, _ ასეთი პასუხი მივიღეთ აგრარული ბაზრის მოვაჭრისგან.
ფოტო I რუსუდან რატიანი