კანადაში, მკერდის სილიკონის იმპლანტმა ქალი სიკვდილისგან იხსნა,- ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული შემთხვევა 2018 წელს ტორონტოში მოხდა, თუმცა ექიმებმა ამის შესახებ სტატია სამედიცინო ჟურნალ SAGA-ში ახლა გამოაქვეყნეს.
გამოცემის ინფორმაციით, ქალს 30 წლის წინ, ცეცხლსასროლი იარაღიდან მკერდის არეში ესროლეს, თუმცა სილიკონის იმპლანტმა ტყვიას ტრაექტორია შეუცვალა და ქალის ორგანები დაზიანებსიგან იხსნა.
როდესაც ექიმებმა იმპლანტი ამოიღეს, ჭრილობა დაუმუშავეს და ანტიბიოტიკები დაუნიშნეს. ის სწრაფად გამოჯანმრთელდა. სპეციალისტების აზრით, იმპლანტების გარეშე მდგომარეობა გაცილებით სერიოზული იქნებოდა, რადგან ტყვიის ტრაექტორიას თუ გავითვალისწინებთ, მას გულის დაზიანება შეეძლო.
სამედიცინო ლიტერატურაში მსგავსი კიდევ 4 შემთხვევაა აღწერილი, როცა იმპლანტები ტყვიის მოძრაობას ანელებდნენ და ადამიანებს სიცოცხლეს უნარჩუნებდნენ.