https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„სიყვარული ყველას უნდა“

8:11; 11.11.2018
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

რამდენჯერმე მსახიობების გარემოცვაში მოვხვდი და აღმოვაჩინე, რომ ამ პროფესიის ადამიანებს მრავალი გასახსენებელი გააჩნიათ. რასაკვირველია „სახალისო ისტორიების” მოყოლა სხვა დარგებში მოღვაწე პიროვნებებსაც ახასიათებთ, მაგრამ აქტიორები მაინც ხალხის განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობენ. მაგალითად პოლიტიკოსები მოდიან და მიდიან, მსახიობების მიერ ნათამაშევი როლები კი დროის ყველა გამოცდას უძლებს და მაყურებლის გულებშიც ადგილს მუდმივად იკავებს.

ზურა ყიფშიძე:

„შოთა მანაგაძე იღებდა ფილმს „წუთისოფელი”. იქ ერთი სცენა იყო, სადაც მე უნდა შევსულიყავი ოთახში და სრულ სიჩუმეში გამომეცხადებინა – „ლენინი მოკვდა!”. ამ ფრაზას ვერ ვამბობდი და გადაღება ერთი კვირა გაიწელა. როგორ უნდა მეთქვა ეს? მერე შოთა მანაგაძემ ჭოჭი მომცა, შინ მივედი და დედაჩემს ვუთხარი: დედა, „ლენინი მოკვდა!”, ვერ ვთქვი და რაიმე მიშველე – მეთქი. დედამ შემომხედა და მეუბნება: „წარმოიდგინე, რომ მე მოვკვდი. შვილო, ვითომ ლენინი ვარ”. გაგიჟდი ადამიანო, რას ამბობ – მეთქი. ბოლოს ერთი კვირა დედაჩემთან ვივარჯიშე. მივედი გადაღებაზე, გავაღე კარი და ვთქვი –  „ლენინი მოკვდა!”. სოფიკო ჭიაურელმა გაკვირვებულმა შემომხედა და მითხრა: „შვილო, ისეთი სახე გქონდა, თითქოს მართლა ლენინი მოკვდაო”.

ტრისტან სალარიძე:

„კახეთში ვართ ფილმის გადაღებაზე. გივი ბერიკაშვილი კახელებისთვის მიწაზე მოსიარულე ლეგენდაა და თავებს „იხოცავდნენ“ სიყვარულის დასამტკიცებლად.

ჰოდა, მე და გივი სასტუმროს ერთ ნომერში ვცხოვრობდით. კარზე დააკაკუნეს, გავიხედე „ჩვენა ვართ გივი“, მითხრეს კარის გაღებამდე. სიჭარმაგეში შესულ კაცს ხელში ათლიტრიანი ბოცა ეჭირა. ჩემი ღვინისა მოვართვი გივისო. ბატონი გივი არ გახლავთ-მეთქი. „შენ ხომ ხარ, შენც კარგი ბალღებისა სჩანხარო“,

მითხრა და შემოვიდა. გვიანი იყო, ყველა მაღაზია დაკეტილია, საჭმელი და პურიც აღარ მქონდა. თავი უხერხულად ვიგრძენი „მასპინძელმა“.

მერე გამახსენდა, რომ პიჯაკის ჯიბეში მზესუმზირით სავსე პარკი მქონდა, დავყარე თეფშზე და შევმატე სუფრას „ლაზათი“.

მაინც მოვილხინეთ და მთელი ღამე ვახსენებდით ერთმანეთს, „ნუ მორცხვობ, ყველაფერი საჭმელად არის მოტანილიო“.

მეორე დღეს „პატივნაცემმა სტუმარმა“ თავის „ოჯახში“ გადაგვიპატიჟა მთელი გადამღები ჯგუფი. იქვე სამზარეულოში მოფუსფუსე ქალები ჩემზე „ჭორაობდნენ“ და ყური იმათკენ გამექცა. ეს ბიჭი მეველის როლში რო გამოდის, იგეთი ნიჭიერია, მაგრამ მსახიობი არა ყოფილა. დიდუბის ბაზარში თავისი მოყვანილი კიტრი დაჰქონებია გასაყიდათ, რეჟისორს შემთხვევით მოსწონებია და უთქვია, ოღონდ კინოში წამოდი, დღესვე მოგცემ არტისტის დიპლომსო. მეორემაც დაადასტურა, აი, მაგასა ჰქვია ყისმათი, ხო შეიძლებოდა ვერ შეემჩნია და კიტრი გამყიდველად დაბერებულიყო. ახლა კიდე, გენაცვა, ყველა ბატონო-პატივცემულოთი ელაპარაკება და თავისთვინ ქვაცა აქვ და კაკალიცო“.

ხათუნა ბოკუჩავა:

„ახალი გადაღებულია ფილმი „გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება“, სადაც მართლაც არაჩვეულებრივად თამაშობს რუსი მსახიობი ვიაჩესლავ ტიხონოვი.

დასში გვყავს შინაბერა, გაუთხოვარი მსახიობი, რომელიც გიჟდება მასზე, აბოდებს ტიხონოვზე, ტელევიზორს მიწეპებული უყურებს სერიალს, კადრი რა არის, კადრს არ ტოვებს.

ჩვენ. მსახიობები, შეკრებილები ვართ თეატრის ფოიეში, ტელევიზორია ჩართული და თვალს ვადევნებთ მორიგ სერიას, ვსაუბრობთ, ტიხონოვისა და სხვა მსახიობების თამაშს განვიხილავთ.

იქვეა გიზო სიხარულიძის ცოლი – ეთერი, ძალიან თბილი, არაჩვეულებრივი ქალი, მაგრამ ბავშვივით გულუბრყვილო და მიამიტი, არანაირი ქვეტექსტი მას არ ესმის. რასაც ლაპარაკობენ, ყველაფერს პირდაპირი მნიშვნელობით იგებს.

შემოგვიერთდა ამ დროს ეს ჩვენი „ყურებამდე შეყვარებული“ შინაბერა მსახიობი, დაინახა ტელეეკრანზე თავის „გულის მურაზი“, თვალები გაუბრწყინდა და აქოთქოთდა:

– შენ შემოგევლე, რა ხარ, რა? კაცი ხარ არნახული… ნეტა, ერთი ოცდაათი მანეთი მაშოვნინა, ჩავიდოდი მოსკოვში, მივცემდი ტიხონოვს და ჩამოვიდოდი უკან!

რა თქმა უნდა, ეს ნათქვამი გაიგო ეთერმაც, და გაიგო პირდაპირი მნიშვნელობით:

– ი, რათ უნდა ტიხონოვს შენი ოცდაათი მანეთი, ასეთ ფილმშია გადაღებული და ფული არ ექნება?!“

გურამ ფირცხალავა:

„დღეს რუსეთის თემაა აქტუალური და იქაურ ერთ კურიოზს მოგიყვებით.

1980-იანი წლებია, ახალგაზრდა ვარ, კავკასიური სისხლი მიდუღს. რუსმა ქალბატონებმა საქეიფოდ დამპატიჟეს და უარს რა მათქმევინებდა? ერთმა წინასწარ მთხოვა:

– გურამჩიკ, დარაგოი, ათ ქალში მარტო თქვენ იქნებით კაცი და რომ არ მოიწყინოთ, ჩემს ნაცნობს წამოვიყვან, დიდხანს იჯდა ციხეში, ცოდოა.

– კეთილი, – დავთანხმდი.

მოკლედ, მიდის გაქანებული ქეიფი, მინდა, ქალების მთელი ყურადღება მარტო ჩემსკენ იყოს და დავიწყე ფოკუსების კეთება. რა ვიცი, ხან რა მოვიგონე, ხან რა, თავდაყირამ შლანგითაც კი დავლიე ღვინო და ეს ქალები სულ გავაგიჟე. მიკრავენ ტაშს, კივიან, წივიან, არის ერთი ამბავი, იმ მეორეს ზედაც არ უყურებენ და უცებ, წამოდგა.

– მე მინდა, გურამი ვადღეგრძელო, – არყის ჭიქა ასწია.

– დაჯექი მანდ, – დაუცაცხანეს ქალებმა, – დალევა მერე, ვერ ხედავ, რა ფოკუსებს აჩვენებს?

დაჯდა საცოდავი სახით, ხმა არ ამოუღია. მე ჩემს სტიქიაში ვარ, ქალები თვალს აღარ მაშორებენ და ის ღმერთგამწყრალი ისევ წამოხტა:

– უფლება მომეცით, ამ ჭიქით…

– დაჯექი! – ეტაკნენ. ისე მოიბუზა, შემეცოდა.

– გისმენთ, ბატონო, – მეც ავიღე ჭიქა. რუსმა დამლოცა და…

იცით, რა გააკეთა? ჭიქა ზევით აიქნია, არაყი ჰაერში ერთ ზოლზე დადგა, მერე ქვემოდან პირი შეუშვირა და დალია, წვეთი არ ჩამოვარდნილა! ორსაათიანი შრომა წყალში ჩამიყარა, ჩემი ფოკუსები, იმ ნომერთან შედარებით, მაიმუნობას ჰგავდა. ეტყობა, ციხეში ჰქონდა ნასწავლი. ქალები ჭკუიდან გადავიდნენ, ვიღას ახსოვს შენი „დარაგოი“ გურამჩიკა, ათივე იმ უპატრონოს მიაჩერდა! აუ, მომეშალა ნერვები, ამან მე როგორ უნდა მაჯობოს-მეთქი?

ტუალეტში გავედი, ჭიქა გავიტანე, წყალი მოვუსვი და ვიკლავ თავს, როგორმე მისი ნომერი გავიმეორო. მოვკვდი, დავიტანჯე, არაფერი გამომდის! დავბრუნდი უკან დათრგუნვილი და ის უპატრონო ირონიით მეკითხება:

– ნუ, ჩტო, ტრენიროვალსია?

– კაკ უზნალ? – დავაღე პირი.

– საროჩკა ი ბრიუკი მოკრიე, – მთლად მომიღო ბოლო.

ვიღას ახსოვდა ქალები და დროსტარება, ორ წუთში უკვე ქუჩაში გავრბოდი“.

დიმიტრი ტატიშვილი:

„როდესაც მუშაობა დავიწყე განგებამ მარჯანიშვილის თეატრში გამანაწილა. რაც არ უნდა იყოს, ჯერ ახალგაზრდა მსახიობი ვარ. ქეიფობის სერია მიდიოდა იმ დროს. წამიყვანეს საქეიფოდ. უარს როგორ ვეტყოდი თეატრის კოლორიტთა – კოლორიტს გოგი გელოვანს?

მოკლედ, კარგად ვიქეიფეთ. წავედი სახლში, თაგვივით მთვრალი ვარ. დილით ძმაკაცი მესტუმრა ქუთაისიდან „ვსვიიიით“! საღამოს რეპეტიციაა. მივედი და რას ვხედავ? – შესასვლელი კარი დაკეტილია. დამცეცხლა. როგორია, რეპეტიციაა და არ მიშვებენ. გავიწიე და თხა და გიგოსავით ვეძგერე კარს. მალე ვიგრძენი, რომ თავიდან ოფლის გარდა, სისხლიც გადმომდიოდა.

– რას აკეთებ, ბიჯო, შენ აქ? – დამადგა მორიგე მილიციელი.

– კარს დავეჯახე და უკან გადმოვვარდი, – არ დავმალე ფაქტი.

– ვაა, ყოჩი ხარ? რის კარს დაეჯახე, შენა?

– თეატრის, – დავაწექი ჩვენებას. – რეპეტიციაა „საბრალდებო დასკვნა.“

ამ დროს გარეთ თეატრის დარაჯმა გამოიხედა.

– რად აკავებთ? – ეკითხება მილიციელს.

– რეპეტიციაზე მივდივარო…

– ვაა!… გაუშვი რა! გაუშვი, ისე დღეს დასვენების დღეა – ორშაბათი, გაუშვი“.

გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

კულტურა

ოზურგეთის თეატრში ეგნატე ნინოშვილის „ქრისტინე“ დაიდგმება

15:05; 13 თებერვალი, 2026
კულტურა

რეჟსისორი ოთარ ბაღათურია გარდაიცვალა

17:24; 12 თებერვალი, 2026
კულტურა

იტალიელი დიზაინერი ვალენტინო გარავანი გარდაიცვალა

21:35; 19 იანვარი, 2026
კულტურა

ტიმოთი შალამემ უკრაინელები აღაშფოთა

17:32; 16 იანვარი, 2026
კულტურა

მშობლიურ ოზურგეთს ავსტრიიდან ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსი ეწვია

11:22; 15 იანვარი, 2026

„არაორდინარული მდგომარეობა“

„კაკო, არ დაგვღუპო, ბიჭო, ბაქოში ვართ“

ყველა სიახლე

ფინანსები

თუ პროგრამირება გაინტერესებს, დარეგისტრირდი Code IT-ზე  – პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

16:06; 16.02.2026
პოლიტიკა

საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

15:35; 16.02.2026
სამართალი

რა გადაწყვეტილება მიიღო სააპელაციო სასამართლომ ზვიად რატიანის საქმეზე

15:11; 16.02.2026
სამართალი

მოსწავლემ სკოლაში თვითდაზიანება მიიყენა

14:59; 16.02.2026
საზოგადოება

“ერბო“, „ნადუღი“, „კარაქი” დაილუქა” – სად გამოავლინეს რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები

14:31; 16.02.2026
საზოგადოება

ხანძარი სკოლაში – ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

14:22; 16.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: რუსეთი არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას ტერიტორიის 20%-ზე, ექსტრემალური ძალები კი – 100%-ზე, ვუპირისპირდებით

13:35; 16.02.2026
სამართალი

ავტობუსის მძღოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ

13:24; 16.02.2026
სამართალი

მამაკაცი კორპუსიდან გადმოვარდა და დაიღუპა

13:19; 16.02.2026
საზოგადოება

“ცხედარს საშინელი წამების კვალი ეტყობა” _ უკრაინაში ოზურგეთელი მებრძოლი დაიღუპა

12:56; 16.02.2026
საზოგადოება

საკადრო ცვლილებები სუს-ში

12:48; 16.02.2026
საზოგადოება

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

12:11; 16.02.2026
საზოგადოება

„ქსელურების ბინძური თამაშის შედეგებს, დისტრიბუცია ტრადიციულ მარკეტებს უნაწილებს“_ ვნებათაღელვა ფასნამატზე გრძელდება

12:00; 16.02.2026
ზაფრანი

ფინანსური წარმატება და სასიამოვნო სიახლეები – როგორი იქნება 16-22 თებერვლის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

10:51; 16.02.2026
სამართალი

აჭარაში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

10:40; 16.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო