იდლიბში ვითარება ისევ დაძაბულია.
როგორც Euronews სამოქალაქო თავდაცვით ჯგუფებზე დაყრდნობით იუწყება, რუსული თვითმფრინავებით გახორციელებული ავიაერიშის შედეგად 9 მოქალაქე დაიღუპა, არიან დაჭრილებიც.
თურქეთი და რუსეთი 2018 წლის სექტემბერში შეთანხმდნენ, რომ იდლიბი დეესკალაციის ზონა გახდებოდა, მაგრამ შეთანხმების შემდეგ 1800 მოქალაქე დაიღუპა.
თურქეთმა კვირას ახალი სამხედრო ოპერაცია დააანონსა სირიელი მოქალაქეების დასაცავად, თუმცა, ვიდრე თურქეთი აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიიღებდა, ასადის რეჟიმის მიერ გახორციელებულ ავიაიერიშს 34 თურქი სამხედრო ემსხვერპლა.