მოძრაობა “სირცხვილია” გიორგი გახარიას გადადგომის სემდეგ Facebook-ზე წერს.
“გულისამაჩუყებელი” ტექსტების მიუხედავად, რომ, თურმე, ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს ვერ შეუქმნი და პოლარიზაციის აღმოფხვრაა შენი მიზანი, არავის დაგვვიწყებია და არც დაგვავიწყდება, ჯერ 12 მაისს კლუბებში სპეცრაზმით შევარდნით რომ დაიწყე, მერე 20 ივნისს უდანაშაულო ხალხი რომ დაარბიე და ამ ფონზე ბიძინას გადმოგდებულ პრემიერმინისტრობას რომ დახამდი.
და რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, შენზე პირველად გაგვახსენდება, რომ “როცა ბავშვებს ხვდებათ ტყვია, გახარიას უხარია“, _ წერს “სირცხვილია”.