მეოთხე დღეა ოზურგეთის #60 საარჩევნო საოლქო კომისია იმ საჩივრებს განიხილავს, რომელიც 31 ოქტომბრის არჩევნების დღეს დაიწერა.
საჩივრების განხილვის მესამე დღე ხმაურიანი აღმოჩნდა.“ნაციონალური მოძრაობის” ლანჩხუთის ორგანიზაციის ლიდერი კახა ასკურავამ ოზურგეთის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს ბრალი დასდო, რომ მის წარმომადგენლებს ვლადიმერ აფხაზავას და ოთარ მამარდაშვილს საჩივრების განხილვის დროს არ დაუკავშირდა.
საჩივრების დაწყებამდე კახა ასკურავამ ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან ბერდია ლომიძესთან ისურვა საუბარი. ამ დროს მათ შორის სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.
“შენ ხარ ჟვანიას მონა და მატყუარაა. ეს არჩევნები არის გაყალბებული და ახლა მიდის ყველაფერი, რომ ამ ტყუილებით დაასრულოთ საჩივრები განხილვა“, _ უთხრა კახა ასკურავამ ბერდია ლომიძეს.
ბერდია ლომიძე პასუხობს კახა ასკურავას, რომ ყველა გააფრთხილეს. ოთარ მამარდაშვილი და ვლადიმერ აფხაზავა კი სატელეფონო საუბრის დროს ამბობეენ, რომ მათ, საოლქოდან არავინ დაკავშირებიათ.
როგორც საჩივრების განხილვის დროს ბერდიამ ლომიძემ აღნიშნა, სულ 6 საჩივარი განიხილეს.
“დღეს განვიხილეთ არასამთავრობო ორგანიზაციების 6 საჩივარი განვიხილეთ.
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” საჩივარი დისციპლინარულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, თითქმის ყველა დავაკმაყოფილეთ კომისიის სხდომაზე. 60/22 უბნის საჩივარს რაც შეეხება, საუბნო საარჩევნო კომისიის ბათილი ბიულეტენების გადათვლას ითხოვდნენ. ოქმში მითითებული იყო 72 ბიულეტენი, შესაბამისად, ეჭვს იწვევდა, მიუხედავად იმისა, რომ იყო მდივნის ახსნა-განმარტება, რომ მას შეეშალა აღნიშნულის შეტანა ოქმში. კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, გავხსენით უბნის ბათილი ბიულეტენების კონვერტი და დავთვალეთ. შესაბამისად, აქ აღმოჩნდა, რომ მდივნის ახსნა – განმარტება მართალია.
ყველა საჩივარს გაეცემა პასუხი საოლქო საარჩევნო კომისიაში, ზოგს წერილობით, ზოგი განიხილება საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრის დროს ბერდია ლომიძემ, ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.
მეორე დღეს ბერდია ლომიძე ფეისბუქზე განცხადება გაავრცელა.
გვინდა გამოვეხმაუროთ, მიმდინარე წლის 4 ნოემბერს №60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მიერ მოწყობილ პროვოკაციულ ქმედებას და გაკეთებულ შეურაცხმყოფელ და არაკომპეტენტურ განცხადებებს. მათი ქმედება წარმოადგენს მიზანმიმართული კამპანიის ნაწილს და მიზნად ისახავს საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას და არჩევნების შედეგებისადმი უნდობლობის გაჩენას.
აღნიშნული საარჩევნო სუბიექტის საჩივრები №60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად დარჩა განუხილველი გასაჩივრების წესის დარღვევის გამო.
კერძოდ, საარჩევნო კოდექსის 78-ე მუხლის მე-20 პუნქტის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების უფლება აქვს პარტიას ან და პარტიის ხელმძღვანელის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე შესაბამისი პირს და არა შესაბამისას საარჩევნო კომისიაში პარტიის წარმომადგენელს იმის გამო, რომ საჩივარს შესაბამისი საფუძვლების არსებობისას საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, განუხილველად ტოვებს კომისიის თავმჯდომარე ერთპიროვნულად და არა კომისია, ობიექტურად ვერ მოხდებოდა კონკრეტულ შემთხვევაში შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის მოწვევა საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე.
საგულისხმოა, ამასთან ერთად, რომ რამოდენიმე საჩივარი იყო ხარვეზიანი, კერძოდ, საჩივარი წარმოდგენილი იყო №60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში, ხოლო საჩივრის ავტორი საჩივარზე მსჯელობას სთხოვდა სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიას.
მოვუწოდებთ აღნიშნული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნები და ნუ გააკეთებენ საზოგადოების შეცდომაში შემყვან და არასწორი ინფორმაციის შემცველ განცხადებებს.