სახლის პირობებში გამაგრილებელი სასმელების დამზადებისთვის მოწყობილობა “Soda Stream”-ის რეკლამაში, რომლის მთავარი მოქმედი გმირიც სკარლეტ იოჰანსონია, ერთდროულად ორი სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდა.
ვიდეორგოლში, მსახიობი ჯერ იმის დემონსტრირებას აკეთებს, თუ როგორ უნდა მოამზადო “Soda Stream”-ით გაზიანი სასმელი. თუმცა შემდეგ, ამბობს: „როგორ ვაქციო ეს ვიდეო ვირუსულ ვიდეოდ?“ – ამის მერე გვერდზე მოისვრის ხალათს, რომლის ქვეშაც შავი კაბა ეცვა და იწყებს კოქტეილის მილით მომზადებულ სასმელს დალევას.
რგოლი ორ სკანდალში გაეხვა. პირველი გამოიწვია იოჰანსონის ფინალურმა ფრაზამ „Sorry, Coke and Pepsi”. ფრაზა ამოჭრეს ამერიკის საფეხბურთო თასის ტრანსლაციიდან, თუმცა ინტერნეტში მისი სრული ვერსია გავრცელდა.
მეორე სკანდალი იმ ბრენდის წარმომავლობას ეხება, რომლის სახეც სკარლეტ იოჰანსონი გახდა. “Soda Stream” -ებრაული კომპანიაა, რომლის საწარმოებიც იორდანიის დასავლეთ ნაწილში, სადავო ტერიტორიებზეა განთავსებული. სკარლეტ იოჰანსონი იმ პოლიტიკური აქტივისტების კრიტიკის მსხვერპლი გახდა, რომლებიც, ახლოაღმოსავლურ კონფლიქტში პალესტინას უჭერენ მხარს. მათ ქსელში განათავსეს ფოტოშარჟები, სადაც სკარლეტ იოჰანსონი “Soda Stream”-ს მოწყობილობით იორდანიის დასავლეთ სანაპიროზე პოზირებს.
ჰოლივუდის ვარსკვლავი ასევე ვერ ასცდა კრიტიკას საქველმოქმედო ორგანიზაცია “Oxfam”-ისგან, რომლის მიზანიც სიღატაკესთან და შიმშილთან ბრძოლაა. სკარლეტ იოჰანსონი 2005 წლიდან ამ ორგანიზაციის ელჩია.
„Oxfam”-ი ებრაულ დასახლებებთან ნებისმიერი სახის ვაჭრობის წინააღმდეგ გამოდის, რომლებიც არღვევენ საერთაშორისო სამართალს“, – ნათქვამია გაერთიანების განცხადებაში.