დასრულდა ორდღიანი მემორიალი ინტელექტუალურ თამაშებში, რომელიც სამტრედიის ინტელექტკლუბში მოთამაშე, ტრაგიკულად დაღუპული ძმების, იოანე და თემურ ვაშაკიძეების ხსოვნას მიეძღვნა.
ტრადიციულ ტურნირში საქართველოს მასშტაბით 40-მდე გუნდი მონაწილეობდა, ძირითადად, უმაღლესი და სუპერ ლიგის გუნდები.
,,ბრეინ-რინგში” მესამე ადგილზე გავიდა გუნდი ,,კოზანოსტრა”, მეორე ადგილზე-,,26-ე საათი”, პირველი ადგილი დაიკავა გუნდმა ,,რაგნარიკი”.
,,ჯეპარდში” მეოთხე ადგილი დაიკავა გარსევან ჯორბენაძემ, მესამეზე-ანტონ ვაჭარაძე, მეორეზე-შანშე ქენქაძე, პირველზე-გაგი გაბრიჭიძე.
მემორიალის კულმინაცია სლემის ტურნირი იყო. მესამე ადგილი ,,26-ე საათს” ერგო, მეორე ადგილი-,,აიას”, პირველი ადგილი, გარდამავალი ბუ და 1000 ლარი აიღო ,,ბოკახუნიორსმა”.
როგორც მოთამაშეებმა აღნიშნეს, ტურნირის საპრიზო ფონდი საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდია, რაც გუნდებს დამატებით მოტივაციას აძლევდა.