სომხეთის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, გეორგი ქუთოიანი ერევანში გარდაცვლილი იპოვნეს.
გარდავლილი ერევნის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ ბინაში ნახეს.
საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, გარდაცვლილს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა, სამართალდამცველები მკვლელობასაც არ გამორიცხავენ.