ამ წუთებში, სოფელ ლიხაურში, შემოქმედის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მამა ელიზბარი და ლიხიაურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა იოსები, პარაკლისს აღავლენენ.
პარაკლისი აღევლინება იმ ადგილას, სადაც, ექვთიმე ღვთისკაცი დაიბადა და გაიზარდა.
სულ მალე აქ ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმი გაიხსნება.
პარაკლისს ესწრებიან სოფელ ლიხაურის მცხოვრებლები.