„ვანო მერაბიშვილს დიდი ხანია, 20 წელია, ვიცნობ. ვიცნობდი, როდესაც იყო არასამთავრობო ორგანიზაციაში; როდესაც იყო ოპოზიციაში. არასდროს ყოფილა გამორჩეული ლიდერი და არც მაღალი აზრი მის მიმართ არ მქონია., _ ამის ამის შესახებ გადაცემაში,„დღის ქრონიკა“ პრემიერის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარმა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშილზე საუბრისას განაცხადა.
“ბუნებრივია, მას ვერც ციხე უშველიდა, ვერ დააბრძენებდა და დააჭკვიანებდა და ვერც თანამდებობამ უშველა.
იყო შსს და უშიშროება გაერთიანებული, განუსაზღვრელი უფლებებით იმ მხრივ, რომ უსმენდნენ ყველას, ჰქონდათ 20000-ზე მეტი ფარული ჩანაწერი, რომელიც განადგურდა ჩვენ მიერ. ეს ყველაფერი იყო კომპრომატი, რომლითაც ვიღაცებს აშანტაჟებდნენ და ეს იყო მათი ძალაუფლება და პლუს, ციხეში მოხვედრის ყველას ეშინოდა“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, ღია საზოგადოების მიერ ჩატარებული კვლევისას, რომელიც აბსოლუტურად ხელისუფლების ჩარევის გარეშე ჩატარდა მისი მინისტრობის დროს, პატიმრების 75 პროცენტმა და ასევე ყოფილმა პატიმრებმა აღიარეს, რომ მათზე ხორციელდებოდა ფიზიკური წამება ყოველ მეორე დღეს.
„ასეთ ადამიანს ბუნებრივია, ჰქონდა ძალაუფლება და შეიქმნა ეს მითი მისი განუსაზღვრელი შესაძლებლობებისა და ძალაუფლების შესახებ, თორემ, მას არც ჭკუა ჰქონია არასდროს და არც განათლება“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.