BBC ინფორმაციით, ბრაზილიის პოლიციამ პედოფილების გამოსავლენად მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა, შედეგად კი სამართალდამცველებმა 108 პედოფილი დააკავეს.
ბრალდებულები ქვეყნის 24 შტატში, მათ შორის დედაქალაქში, დააკავეს. ბრაზილიის იუსტიციის მინისტრის ტორკატო ჟარდიმის განცხადებით, დაკავებულები კომპიუტერებითა და მობილურებით ბავშვების პორნოგრაფიულ სურათებს ავრცელებდნენ. ჯამში ასეთი 150 000-ზე მეტი მასალაა ამოღებული.
გამოძიების ცნობით, ისინი ე.წ. შავ ვებგვერდს იყენებდნენ, რომლის კვალზე გასვლაც ინტერნეტის უმეტეს საძიებო სისტემაში პრაქტიკულად შეუძლებელია.
ოპერაცია 6 თვე მიმდინარეობდა, რომელშიც ბრაზილიელ სამართალდამცველებს ევროპელი და ამერიკელი კოლეგებიც ეხმარებოდნენ.