თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაკავებული ერთი პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
როგორც ცნობილია, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. მას, როგორც საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ,10-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება. უწყების ცნობით, გამოძიება უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარებისთვის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტერორისტული მიზნით, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ტარების მუხლით მიმდინარეობს. დაკავებული, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის მოქალაქეა, თუმცა ოფიციალურ უწყებას ამის შესახებ ჯერ არაფერი უთქვამს.
საქმეზე დამატებით ინფორმაციას მთავარი საგამოძიებო ორგანო დღეს გაავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაცია ბერი გაბრიელის ქუჩაზე 21-22 ნოემბერს 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, ერთი სპეცრაზმელის სიცოცხლე შეეწირა. ლიკვიდირებულია შეიარაღებული ჯგუფისსამი წევრი, ერთი კი დაკავებულია.