რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან სპეციალური დანიშნულების რაზმი გამოვიდა, მეორე მხარეს აქციის მონაწილეები არიან. სპეცრაზმი ისვრის რეზინის ტყვიებს და იყენებს წყლის ჭავლს.
პარლამენტის შენობის წინ მესამედ გამოიყენა სპეცრაზმმა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი. აქციის მონაწილეები პოლიციის კორდონის გარღვევას და პარლამენტში შესვლას ცდილობდნენ. ისინი სამართალდამცველებს ხელკეტებით და სხვადასხვა ნივთით დაუპირისპირდნენ.