ლაგოდეხში ნაციონალური მოძრაობის ოფისთან გაისროლეს. ამ წუთებში ადგილზე პოლიციაა მობილიზებული და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც “ქართული ოცნების” მხარდამჭერები სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებას ზეიმობდნენ და მათ ოფისთან ავტომობილებით ჩაიარეს.