„შემოცვივდნენ ავტომატებით, არაადამიანურად მოგვეპყრნენ, აგვიღეს და გამოგვიტანეს გარეთ”, _ ამბობს “გურია ნიუსთან” რუსთაველზე მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
“როცა აღნიშნული ფაქტი გავაპროტესტე, შემდეგ ისევ ავედი ზემოთ და სახეში ხელი მირტყეს და ისე ჩამომიყვანეს, მომაყენეს შეურაცხყოფა. ჩვენ არ გვწამს იმ ვერდიქტის, კლუბებიდან რაც პოლიციას გამოაქვს, რაღაცას დადებენ, მერე აიღებენ და გვეტყვიან, რომ იპოვეს ნარკოტიკი. სრულიად ახალგაზრდობას, მიგვიფურთხებია სახეში საქართველოს დღევანდელი მთავრობისთვის, თვითონ არიან ნარკორეალიზატორები და ჩვენზე ნუ იწმენდენ ხელს”, – განაცხადა აქციის მონაწილე გოგონამ.
შეგახსენებთ, რომ შსს-ს ინფორმაციით, უწყება 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად. 2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი”.