სოფელ ქობულეთში ამ დროისთვის გარესამყაროს მოწყვეტილი რჩება 70-მდე ოჯახი. უხვი ნალექის გამო, მძიმე ვითარება სწორედ ამ სოფელში შეიქმნა. შიდა სასოფლო გზების დიდი ნაწილი დამეწყრილია.
მძიმე სიტუაციაა ასევე სოფელ სამებაშიც, სადაც მთის ფერდობი ჩამოიშალა და რამდენიმე ოჯახს საფრთხე შეუქმნა.
ქობულეთში საცხოვრებლის დაკარგვის საფრთხე სულ 11 ოჯახს შეექმნა, მათგან ექვსი ევაკუირებულია.
ამ დროისთვის 1500 აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტში საგანგებო შტაბი მუშაობს. სტიქიის ზონებში სპეციალური ჯგუფები მუშაობენ. მიმდინარეობს გზების გაწმენდის სამუშაოები.
მეწყრული პროცესები ქობულეთში გვიან ღამით მოსული ძლიერი წვიმის შედეგად გააქტიურდა. მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის ისევ წვიმს.
1tv.ge