ძლიერი ქარია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, რის გამოც რიგ სოფლებში პრობლემებია შექმნილი.
მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმზღვანელის, მაკა სულაბერიძის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა სოფელ ჩოჩხათში ჯემალ მათითაიშვილის საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. ამ დროისთვის ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულს არ მიეწოდება ელექტროენერგია.
გრიგოლეთში კი ელექტროსადენებს ხე დაეცა და ამ წუთებში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, ძლიერი ქაის გამო დაზიანდა ღრამაღელის ადმინისტრაციული შენობის სახურავი.