დილიდან გადაუღებლად წვიმს გურიაში. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, უხვმა ნალექმა უკვე შექმნა პრობლემები. დაბა ურეკის ერთ-ერთ უბანზე _ წვერმაღალაში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული დაიტბორა. ამ წუთებში ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.