“დროულად გაატარეთ ღონისძიებები თხილის ნაცროვანი დაავადების წინააღმდეგ, რაც დაავადების გავრცელების რისკს შეამცირებს და თხილს დაზიანებისგან დაიცავს,” _ სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს.
როგორც სააგენტოში ამბობენ ნაცროვანი დაავადება აზიანებს ფოთლებს, ყლორტებს და ნაყოფს.
“ფოთოლზე ჩნდება ნაცრისფერი ფიფქი, ყვითლდება და ცვივა. ანალოგიური ფიფქი ჩნდება ყლორტზეც. დაავადებული ნაყოფი იფარება ქეჩისებური ფიფქით.
ნაცროვანი დაავადების შედეგად, მოსავლის დაზიანების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია თხილის შეწამვლა ფუნგიციდებით,” _ აცხადებენ სააგენტოში.
სააგენტომ თხილის მავნებელ დაავადებებისაგან დაცვის ფენოკალენდარული სქემაც გამოაქვეყნა, რომლის ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.