მაყვალი სამკურნალო მცენარეა. სამკურნალოდ გამოიყენება მაყვლის ნაყოფი, ფოთლები და ფესვები.
მაყვალს იყენებენ როგორც სადესერტო, დიეტურ საკვებს. მისგან ამზადებენ წვენებს, სიროფს, მურაბას, კომპოტს, ჯემს, მარმელადს და ასე შემდეგ.
მაყვლის ფოთლებისგან მზადდება სასარგებლო და არომატული ჩაი. ახალი ფოთლები დაკრიფეთ, მოათავსეთ დახურულ ჭურჭელში. როცა ფოთლები დაჭკნება და გაშავდება, გააშრეთ ჰაერზე.
მაყვლის ფოთლებისგან მომზადებული ჩაი ხალხურ მედიცინაში ორგანიზმის გამაძლიერებელ და დამამშვიდებელ საშუალებად ითვლება, კლასიკური ნევროზის დროს. ის, ასევე, ოფლმდენი და შარდმდენი საშუალებაა.
ხალხურ მედიცინაში მაყვლის ფოთლების ნაყენს იყენებენ ზედა სასუნთქი გზების დაავადებების დროს, ასევე, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების, ანგინის, ფარინგიტის შემთხვევაში კი გამოსავლებად.