https://sinatle.media/

ჭდე: ირაკლი კობახიძე

კობახიძე: ეს ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას ევროკავშირთან და აშშ-თან

დროებით მოვლენებზე, როგორიც არის მაგალითად ევროპარლამენტის რეზოლუცია, მე განსაკუთრებულ ყურადღებას არ გავამახვილებდი. ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, გადავტვირთოთ ურთიერთობები და ეს მოხდება ...

ირაკლი კობახიძე: ასეთ პირობებში საუბარი ოპოზიციურ ტექნიკურ მთავრობაზე არის ფარსი

"ჩვენი რეიტინგი არის დაახლოებით 60%, ასეთ პირობებში საუბარი ოპოზიციურ ტექნიკურ მთავრობაზე არის ფარსი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ...

ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყიში სალომე ზურაბიშვილი აღარ იქნება პრეზიდენტი – ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს ოპოზიციისა და პრეზიდენტის მიერ ტექნიკური მთავრობის განხილვისა და პრემიერობის კანდიდატების ძიებასთან დაკავშირებით ისაუბრა და მათ გეგმებს ...

ირაკლი კობახიძე – გვაქვს ამბიციური მიზანი…

ინოვაციური ეკოსისტემის ხელშეწყობა ჩვენთვის პრიორიტეტია და სწორედ ამას ემსახურება რეფორმები, რომელსაც ამ მიმართულებით ვახორციელებთ. მომზადებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გულისხმობს 0%-იან ...

კობახიძე: მან ეს თანამდებობა უნდა დატოვოს, როგორც კონსტიტუციის დამრღვევმა

იმპიჩმენტს აქვს არსებითად სიმბოლური დატვირთვა, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოღალატემ არ დატოვოს სტანდარტულად პრეზიდენტის თანამდებობა. მან ეს თანამდებობა უნდა დატოვოს, როგორც კონსტიტუციის დამრღვევმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, შემდეგ, რაც „ქართული ოცნება" მიიღებს ას მანდატზე მეტს საქართველოს პარლამენტში, პირველი სხდომის გამართვის შემდეგ განხორციელდება პრეზიდენტის იმპიჩმენტი. „სალომე ზურაბიშვილს აქვს ორი პარასკევი დარჩენილი თავის თანამდებობაზე. იმპიჩმენტის წესით მოხდება მისი გადაყენება ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში, იმის მიხედვით, თუ როდის ჩაინიშნება პარლამენტის პირველი სხდომა. აქედან გამომდინარე, მის არც ერთ ნაბიჯს არ აქვს არანაირი პრაქტიკული დატვირთვა ჩვენთვის. მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება" მიიღებს ას მანდატზე მეტს საქართველოს პარლამენტში, მყისიერად, პირველი სხდომის გამართვის შემდეგ განხორციელდება პრეზიდენტის იმპიჩმენტი, რასაც აქვს სიმბოლური დატვირთვა. თქვენ იცით, რომ ისედაც ერთი თვით იკვეცება მხოლოდ პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა. მას ისედაც გასდის ვადა დეკემბერში, აქედან გამომდინარე, იმპიჩმენტს აქვს არსებითად სიმბოლური დატვირთვა. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოღალატემ არ დატოვოს სტანდარტულად პრეზიდენტის თანამდებობა. მან ეს თანამდებობა უნდა დატოვოს, როგორც კონსტიტუციის დამრღვევმა, როგორც მოღალატემ, ეს უნდა გაფორმდეს საქართველოს პარლამენტის შესაბამისი გადაწყვეტილებით, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად", - განაცხადა პრემიერმა.

კობახიძე ბუნდესტაგის რეზოლუციაზე – ჩვენთვის ყველა უსამართლო რეზოლუციას, განცხადებას აქვს ჩალის ფასი

გერმანიის ბუნდესტაგი, რომელიც ჩემთვის ყოველთვის იყო ძალიან პატივსაცემი ინსტიტუცია, დღეს ჩართეს საარჩევნო პროცესში საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ...

ირაკლი კობახიძე: ბათუმის შემოვლითი გზა სტრატეგიული ევროპული საგზაო მარშრუტის ნაწილია

ბათუმის შემოვლითი გზა სტრატეგიული ევროპული საგზაო მარშრუტის ნაწილია და მას ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბათუმის, როგორც საკურორტო ქალაქის განვითარებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმის შემოვლითი 14 კმ-იანი გზის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ეს გზა გვერდს უვლის ბათუმს და ტრანზიტული მოძრაობისგან ქალაქს სრულად განტვირთავს. "მინდა, ყველას მოგილოცოთ ბათუმის შემოვლითი მაგისტრალური გზის გახსნა. ეს გზა სტრატეგიული ევროპული საგზაო მარშრუტის ნაწილი და მას ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბათუმის, როგორც საკურორტო ქალაქის განვითარებისთვის. ბათუმი არაერთი ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ აღიარებულია ევროპის მზარდ ტურისტულ მიმართულებად და ინვესტიციების საუკეთესო ადგილად ევროპაში; ეს არის ოთხი სეზონის ქალაქი და მიღებული აქვს ტურიზმის „ოსკარიც". ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ქალაქი მუდმივად ვითარდება და ამას ხელს უწყობს სახელმწიფო სწორი გეგმით და ეს ხელშეწყობა მომავალშიც გაგრძელდება. ამ ყველაფრის მორიგი მაგალითია ბათუმის შემოვლითი 14 კმ-იანი მაგისტრალური გზა, რომელიც დღეს გაიუხსნება. ეს გზა გვერდს უვლის ბათუმს და ტრანზიტული მოძრაობისგან ქალაქს სრულად განტვირთავს. ახალი გზა იწყება მახინჯაურთან და სრულდება ხელვაჩაურში, თუმცა სატრანსპორტო კვანძებით უკავშირდება როგორც მიმდებარე დასახლებებს, ისე ბათუმის სხვადასხვა უბანს. ძველ გზაზე მოძრავი ტრანსპორტის 43% ბათუმის შემოვლითი გზით იმოძრავებს, რითაც ქალაქი მნიშვნელოვნად განიტვირთება, გაუმჯობესდება ბათუმში ცხოვრებისა და დასვენების პირობები,  გაიზრდება გზის გამტარობა და სატრანზიტო ტვირთბრუნვა. ყველა თვალსაზრისით ამ შემოვლით მაგისტრალს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ქვეყნის, რეგიონის და ქალაქ ბათუმის განვითარებისთვის", - განაცხადა პრემიერმა.

კობახიძე: ევროკავშირში გააჩერეს იდენტური კანონის მიღება, რადგან ვეღარ მოგვთხოვენ უკან გახმობას

"გამჭვირვალობის შესახებ კანონი ითვალისწინებს მექანიზმებს, თუ NGO, ორგანიზაცია  თვითონ არ ავსებს საკუთარ დეკლარაციას, ამ შემთხვევაში იუსტიციის სამინისტროს შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია ...

კობახიძე: სწორედ მასთან ერთად შევძლებთ ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვას

სამწუხაროდ, მას არ აქვს იმის საშუალება, რომ ამ ეტაპზე რაიმე თვისებრივად შეცვალოს, მაგრამ სწორედ მასთან ერთად, მისი ჩართულობით, მათ შორის, ...

პრემიერ-მინისტრი UFC-ს ჩემპიონ მერაბ დვალიშვილს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე UFC-ს ჩემპიონის ტიტულის მფლობელ მერაბ დვალიშვილს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა სპორტსმენს გამარჯვება  მიულოცა, წარმატებები უსურვა და ქვეყნისთვის ...

Page 33 of 70 1 32 33 34 70