https://sinatle.media/

ჭდე: ირაკლი კობახიძე

“შემაშფოთებელი და სამწუხაროა”- ირაკლი კობახიძე

ყველაზე შემაშფოთებელი და სამწუხარო არის ის, რომ კეზერაშვილი სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით ევროკავშირის ქვეყნებში და ევროკავშირის ქვეყნებიდან აფინანსებს რადიკალიზმს და პოლარიზაციას ...

“ვაფრთხილებთ ყველას” – ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა,  პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა. "უნდა აღინიშნოს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე არის 7 კვირა ...

დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერსაც ერთად გავიმარჯვებთ! _ ირაკლი კობახიძე

„მოგესალმებით ძვირფასო გურულებო, მივესალმები ჩვენს დელეგატს გურიის მხარეში, ვასიკო ჩიგოგიძეს, ასევე მივესალმები ჩვენს დეპუტატებს, მთავრობის წევრებს, რომლებიც გურიიდან მრავლად არიან ...

ვის გადაეცემა ბინები მთავრობის გადაწყვეტილებით

1000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს ახლად აშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ამისათვის ბიუჯეტში შესაბამისი თანხები მომავალი წლიდანაც იქნება გათვალისწინებული. „ქართულ ჯარზე ზრუნვა არის საქართველოს მთავრობის განსაკუთრებული პრიორიტეტი და ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების ...

ვინ არიან თბილისში “ოცნების” დელეგატები

"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დედაქალაქში დელეგატები წარადგინა. "როგორც მოგეხსენებათ, ერთი კვირის წინ ჩვენ წარვადგინეთ „ქართული ოცნების" ...

ბახმაროში ტრადიციული დოღი გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, ბახმაროში სახალხო სადღესასწაულო ღონისძიებებს და ტრადიციულ დოღს დაესწრო, რომელიც ფერისცვალების ...

კობახიძე: დავრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, რადგან ეს სჭირდება უკრაინელ ხალხს

ვინმეს თუ რამე აქვს გადასახედი, ეს არის უკრაინის ხელისუფლება, რომელმაც უნდა გადახედოს გადაწყვეტილებას ელჩის გაწვევის თაობაზე, რაც იყო უკიდურესად არამეგობრული ...

პრემიერი – ადრე იყო ერთი ოპოზიციური ე.წ. ფანჩატური, ახლა იქმნება 3-4

ადრე იყო ერთი ოპოზიციური ე.წ. ფანჩატური, ახლა იქმნება ერთის მაგივრად 3-4 ფანჩატური. რატომ ჰგონიათ, რომ ერთ ფანჩატურს ჯობია 3 თუ ...

პრემიერი: არ შეიძლება ქვეყანაში ვიღაცამ გაუმჭვირვალედ სცადოს რევოლუციის მოწყობა

"გამჭვირვალობას არ აქვს ალტერნატივა, არ შეიძლება ჩვენს ქვეყანაში ვიღაცამ გაუმჭვირვალედ სცადოს რევოლუციის მოწყობა, რევოლუციის დაფინანსება, ეს არ არის სწორი პრაქტიკა,"- ...

ირაკლი კობახიძე: ეს არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის

ასეთი პრინციპული დღემდე არც ერთი არჩევნები არ ყოფილა, ეს არის ერთგვარი რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, რეფერენდუმი პროპაგანდასა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბახმაროში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, აქ არჩევანის გაკეთება მარტივია - არჩევანი უნდა გაკეთდეს მშვიდობის, მორალის და ქვეყნის ნათელი მომავლის სასარგებლოდ. „რეგიონში აქტიური მუშაობა უკვე დაწყებულია. უახლოეს დღეებში ჩვენ ასევე თბილისში დავასახელებთ რვავე დელეგატს და შესაბამისად, თბილისშიც სრულად ჩაირთვება კამპანია. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ჩვენი გზავნილები ბოლომდე მივიტანოთ საზო9გადოებამდე. ამას ისედაც ვაკეთებთ, ბუნებრივია, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მაგრამ საარჩევნო კამპანია გაძლევს იმის საშუალებას, რომ უშუალოდ მიხვიდე მოქალაქეებთან და ესაუბრო იმ საკითხებზე, რომლებიც არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან. ეს არჩევნები არის უკიდურესად პრინციპული არჩევნები. ყველა წინა არჩევნები იყო პრინციპული, მაგრამ მაინც ვიტყოდი, რომ ასეთი პრინციპული დღემდე არც ერთი არჩევნები არ ყოფილა. ეს არის ერთგვარი რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, რეფერენდუმი პროპაგანდასა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის და რეალურად აქ არჩევანის გაკეთება მარტივია - არჩევანი უნდა გაკეთდეს მშვიდობის, მორალის და ქვეყნის ნათელი მომავლის სასარგებლოდ", - განაცხადა პრემიერმა.

Page 37 of 70 1 36 37 38 70