მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, პროკურატურამ არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
მარნეულის რაიონულმა პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის რ. რ-ს და გ. ზ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ემუხლის მესამე ნაწილის „ა” და „დ” ქვეპუნქტებით ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაცით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 28 აპრილს, დაახლოებით 09:00 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელ თაქალოში მდებარე საჯარო სკოლისმიმდებარე ტერიტორიაზე, რ. რ.-მ გ.ზ.-სთან წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება არასრულწლოვან ზ. მ.-ს.
მათივე ცნობით, საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა” და „დ” ქვეპუნქტებით, რაცთავისუფლების აღკვეთას შვიდიდან ათ წლამდე ვადით ითვალისწინებს.