“გურია ნიუსის“ წერილს “წარმატებული ოზურგეთელი რაგბისტები დაფინანსებისა და მედიკამენტების გარეშე“ , ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი, უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა:
_“ოზურგეთის სარაგბო კლუბ “არწივების“ საკითხზე მქონდა სამუშაო შეხვედრა ქალაქის მერთან, ბატონ კოტე შარაშენიძესთან. იმის გათვალისწინებით, რომ კლუბმა 2017 წლის განმავლობაში საუკეთესო შედეგები აჩვენა , “არწივები“ მიიღებს დამატებით დაფინანსებას მიმდინარე წლის საჭიროებისთვის და პირველ ლიგაში ასპარეზობის გასაგრძელებლად.
მივესალმები, რომ მერმა გამოთქვა მზადყოფნა, ერთად ვიმუშაოთ მომავალი წლისთვის ახალი სარაგბო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. ჩემთვის, როგორც კლუბის პრეზიდენტისათვის ეს მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, _ აღნიშნა თალაკვაძემ.