საქათველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, მიიჩნევს, რომ აქციებით ქვეყანაში პოლიტიკური შედეგი ვერ დადგება და რაიმე შედეგს ქვეყანა მხარეებს შორის საუბრის გაგრძელებით მიიღებს.
„ჩვენი პასუხი ამასთან დაკავშირებით არის, რომ ოპოზიციის ამ ნაწილს ჩვენ ვაძლევთ ნებისმიერ დროს, რომელიც მათ სჭირდებათ, რომ გააგრძელონ თავისი აქციები.
არ ვფიქრობ, რომ აქციის ამ ფორმით, პიკეტოლოგიით და პიკეტოლოგების ხელმძღვანელობით, რაიმე კონკრეტულ პოლიტიკურ შედეგს მიიღებს ჩვენი ქვეყანა.
ვფიქრობ, რომ შედეგს მივიღებთ მაშინ, თუ გავაგრძელებთ საუბარს, რომელიც უკვე დაწყებულია,“_ განაცხადა თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.