“თალიბანმა” ავღანეთში, ყანდაჰარის პროვინციაში მდებარე სამხედრო ბაზაზე თავდასხმა განახორციელა _ ამის შესახებ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობთ, თავდასხმის დროს ბაზაზე მყოფი ჯარისკაცებიდან 43 დაიღუპა, 9 დაიჭრა, 6 კი დაიკარგა.
როგორც “თალიბანში” აცხადებენ, თავდასხმას 60-ზე მეტი ავღანელი სამხედრო ემსხვერპლა.
გავრცელებული ცნობით, თავდასხმის დროს ასევე “თალიბანის” 10 მებრძოლი დაიღუპა.