თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუქზე მისი პოსტების კომენტარების ავტორებს ეხმაურება.
„ხელების ქნევას პრინციპულად არ გავაჩერებ.
ნანახი მაქვს როგორ აირჩიეთ ხელების მქნეველი კაცები 90 პროცენტზე მეტით.
ქალებსაც შეეგუეთ _ ქალებიც მოძრაობენ და ყვირიან.
პრინციპის საკითხია.
ვერც “გიჟთამარას” ძახებით შემარყევთ _ განსხვავებული ყოველთვის გიჟად ინათლება (აბა, ახლა გიჟი თუ არაა, შენგან განსხვავებული რატომ იქნება?).
მე ეგეთი “გიჟი” ხალხი მყავს სამაგალითოდ.
და სხვა აღარაფერზე მედავებით, მართლა.
კომენტარები ჩამოვსქროლე _ ან გიჟი ვარ, ანაც ხელებს ვაქნევ.
შინაარსთან პრობლემა არ აქვთ“, _ წერს ჩერგოლეიშვილი.