ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახურის ყოფილმა უფროსმა თამარ დუმბაძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას ოზურგეთის რაიონულ სასამართლო პროცესი მოუგო.
შეგახსენებთ, რომ თამარ დუმბაძე 2018 წელს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
“ვითხოვ თანამდებობაზე დაბრუნებას და ნაცდურის ანაზღაურებას. მადლობა მინდა ვუთხრა მოსამართლე მარინა კიკნაძეს სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის და ასევე, ჩემს ადვოკატს მარიამ ლევიძეს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩემი გათავისუფლება მოხდა უსამართლოდ. ერთი წლის განმავლობაში იყო დიდი ზეწოლა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისგან, კონსტანტინე შარაშენიძისგან”, _ გვითხრა თამარ დუმბაძემ.