მცხეთის რაიონულმა სასამართლომ თამაზ მეჭიაურის სარჩელი დააკმაყოფილა _ მოსამართლის გადაწყვეტილებით, თიანეთში მერის არჩევნებში გამარჯვებულად თამაზ მეჭიაური გამოცხადდა.
სასამართლომ თიანეთის საოლქო კომისიის გადაწყვეტილება გააბათილა.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს.