შსს-ს მთავარ სამმართველოში თათია დოლიძეს გამოჰკითხეს. როგორც მან შსს-ს შენობის დატოვებისას ჟურნალისტებთან განაცხადა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გამოკითხვის დეტალებს არ ასაჯაროებს.
თათია დოლიძის მიმართ სოციალური ქსელით გავრცელებული სავარაუდო მუქარის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით თათია დოლიძეს საგამოძიებო უწყებისთვის თავად არ მიუმართავს.
საქმე ეხება „ქართული მარშის“ აქციის მონაწილეების სახელით თათია დოლიძის ერთ-ერთ სტატუსზე დაწერილ მუქარებსა და შეურაცხმყოფელ კომენტარებს.