თათია დოლიძის მიმართ სოციალური ქსელით გავრცელებული სავარაუდო მუქარის ფაქტზე შსს-ს მიერ გამოძიება სსკ-ს 151-ე მუხლითაა დაწყებული“, _ ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სმაინისტროს პრესსამსხურის უფროსი თეა პერტაია ავრცელებს.
სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის თანახმად, „მუქარა სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში,- ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.“
შეგახსენებთ, რომ რომ ე.წ. ქართველთა მარშის ორგანიზატორები გაეროში საქართველოს ყოფილ ახალგაზრდა ელჩს თათია დოლიძეს მის მიერ დაწერილი სტატუსის გამო ემუქრებიან.
Facebook პოსტში, რომელიც ახლა უკვე წაშლილია მარშის ორგანიზატორები: კონსტანტინე მორგოშია, გია კორკოტაშვილი, მიხეილ ამისულაშვილი და სხვები თათია დოლიძეს გაუპატიურებით ემუქრებიან, მათთან ერთად დოლიძის მიმართ მუქარას მსვლელობის სხვა ორგანიზატორებიც გამოთქვამენ.
დღეს დილით შსს-ს გამოძიება დაწყებული არ ჰქონდა. უწყებაში „გურია ნიუსს“ განუცხადეს, რომ მოკვლევის დასაწყებად აუცილებელია თათია დოლიძემ სამართალდამცავ სტრუქტურას მიმართოს.
„როგორც კი მუქარის ადრესატი მოგვმართავს, მოვახდენთ მყისიერ რეაგირებას“, _ აცხადებდნენ უწყებაში.
მოგვიანებით, თათია დოლიძემ სოციალური ქსელით გააკეტა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ „ეს არის ადმინისტრაციულიც და სისხლის სამართლის დანაშაულიც. მასზე რეაგირებაც შესაბამისი იქნება“:
„მინდა, გთხოვოთ, რომ შეწყდეს ჩემთან გაუთავებელი ზარები ჟურნალისტების მხრიდან, რადგან ეს მხდის უმოქმედოს. მობილურითაც ვერ ვსარგებლობ, რამდენადაც 1 წამითაც არ ჩერდება. თუ ეს საკითხი მართლა გაწუხებთ, გთხოვთ, მომეცით საშუალება სამართლებრივად დალაგდეს ყველაფერი. პოლიტიკური ელფერის მიცემა არ არის საჭირო. სხვადასხვა პარტიებსაც ვთხოვ, ჩემს ქეისს ნუ გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს არის ადმინისტრაციულიც და სისხლის სამართლის დანაშაულიც. მასზე რეაგირებაც შესაბამისი იქნება. მადლობა საზოგადოებას ერთსულოვნებისთვის“, _ დაწერა ცოტა ხნის წინ თათია დოლიძემ.
ამავე თემაზე:
დაიწყო თუ არა შსს-მ გამოძიება თათია დოლიძის მიმართ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებზე
“რეაგირება შესაბამისი იქნება“ _ რას აცხადებს თათია დოლიძე მის მიმართ შესაძლო მუქარაზე
“მოვუწოდებ ყველა საჯარო პირს _ იმოქმედეთ ადამიანობის ფარგლებში” _ კალაძე