შვეიცარიის ქალაქ შაფ ჰაუზენში ხერხით შეიარაღებული პირი ერთ-ერთ შენობაში შეიჭრა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას THE GUARDIAN ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, პოლიცია თავდამსხმელს ამ დრომდე ეძებს.
როგორც ოფიციალურმა პირებმა საინფორმაციო პორტალ SWISS განუცხადეს, მომხდარი ტერორისტული აქტს არ წარმოადგენს.
როგორც ცნობილია, ეჭვმიტანილი სიმაღლეში 1.9 მეტრია, მელოტია და თეთრი ფერის VOLKSWAGEN CADDY-ის ავტომობილით გადაადგილდება.
როგორც ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელი ამბობს, მან თავდასხმამდე ქუჩაში ელექტრო ხერხით მოსიარულე პირი შენიშნა, რის შემდეგაც, ფეხით მოსიარულეებს და მაცხოვრებლებს მიმდებარე ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს.