ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ნიღბიანმა პირებმა 70 წლამდე ასაკის კაცი და მისი მეუღლე სცემეს, სახლიდან ოქროს ბეჭდები და მობილური ტელეფონი წაიღეს.
თავდასხმა სოფელ უზუნთალაში სადიკოვ აბასალის ოჯახზე ღამით მოხდა.
მიყენებული დაზიანებების გამო კაცი საავადმყოფოშია მოთავსებული, ქალი კი პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას ითვალისწინებს.