რუსთავის 37-ე საარჩევნო უბანზე თავდასხმა მოხდა.
„იმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2-მა დაუდგენელმა პირმა საარჩევნო უბნის მინები ქვებით ჩაამსხვრია.
როგორც საარჩევნო უბნის წარმომადგენლები ამბობენ, აღნიშნული პირები უბნის ტერიტორიაზე შეღწევას ცდილბდნენ.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.