თავდასხმა თბილისის ცენტრში _ ყუმბარით შეიარაღებული პირი მაღაზია „წიგნის სახლი ბახტრიონზე“ შეიჭრა და მუქარით მოლარეს ფული გამოსძალა.
მაღაზიის ადმინისტრაციის განმარტებით, თავდამსხმელს სავარაუდოდ ასაფეთქებელი მოწყობილობის მულიაჟი ჰქონდა.
შსს-ს ინფორმაციით, დამნაშავე უკვე დადგენილია და მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს რაც ქურდობას გულისხმობს.
rustavi2.ge