თავდაცვის სამინისტრო აქტიური ე.წ. სარეზერვო სამსახურის შემოღებას გეგმავს, _ ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნუკრი გელაშვილმა განუცხადა. გეგაშვილის თქმით, სარეზერვო სამსახური სამი კომპონენტისგან იქნება შემდგარი _ შეიარაღებული ძალების რეზერვი, ტერიტორიული რეზერვი და სპეციალისტების რეზერვი. სამივე ტიპის რეზერვს თავის სპეციფიური დანიშნულება ექნება.
”თავდაცვის სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს სამხედრო რეზერვის კონცეფციის შემუშავებაზე. ამ პროცესში ყველა სტრუქტურული ერთეულია ჩართული: გენერალური შტაბი, ეროვნული გვარდია და სამოქალაქო ოფისი. კონცეფციის პროექტი უკვე წარვუდგინეთ ექსპერტებს. გავითვალისწინეთ რიგი შენიშვნები და წინადადებები. გვსურს, პროექტი განვიხილოთ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან და მოვისმინოთ დეპუტატების პოზიცია”, _ განაცხადა ნუკრი გელაშვილმა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved