თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე, ქუჩაში 65 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს. ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “მთავარი არხის” ვებგვერდს უთხრეს, გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.