თბილისში, პარლამენტის წინ გამართულ აქციას ქუთაისიდანაც უერთდებიან. ამის შესახებ აქციის ორგანიზატორები აცხადებენ.
როგორც ცნობილია, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ადამიანები გუშინ ღამით კლუბებში გახორციელებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეებს 4 მოთხოვნა აქვთ. ისინი მოითხოვენ, რომ პრემიერმა და შს მინისტრმა თანამდებობა დატოვონ.ასევე, უნდა დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი და დადგეს ქართული ოცნების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.