თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე დროებით სარეაბილიტაციო სამუშაოები წყდება და გზაზე ავტომობილებს გადაადგილება ხვალიდან შეეძლებათ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„8 იანვრამდე ვაჩერებთ სამუშაოებს. გზა იქნება გახსნილი ჭავჭავაძეზე, შუქნიშნები დაყენებული და მოძრაობა იქნება აღდგენილი. გვესმის, რომ ქალაქი ძალიან გადატვირთულია, ძალიან ბევრი მანქანა გადაადგილდება და არ გვინდა, უხერხულობები შევქმნათ, კოლაფსი გამოვიწვიოთ. 8 იანვრის შემდეგ გავაგრძელებთ სამუშაოებს და ძალიან მალე დავამთავრებთ,” _ განაცხადა კახა კალაძემ.