თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე ერთ-ერთი სასურსათო მაღაზია გაძარცვეს.
არსებული ინფორმაციით, მაღაზიიდან ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელებია წაღებული.
მომხდართან დაკავშირებით 1 პირია დაკავებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.