თბილისში განვითარებული მოვლენები CNN -ის ობიექტივში მოხვდა.
როგორც მედია მაუწყებელი წერს, რუსი კანონმდებლის ვიზიტის გასაპროტესტებლად ათასობით გაბრაზებული ადამიანი შეიკრიბა და პარლამენტის შენობის აღება შტურმით სცადა.
რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის შენობაში სესია პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან გახსნა და ოპოზიციონერი დეპუტატების გაღიზიანება გამოიწვია.
Reuters-ის ინფორმაციით, მან დელეგატებს რუსულ ენაზე მიმართა და არა ადგილობრივ ენაზე.
როგორც გავრილოვმა RIA Novost-ს განუცხადა, ქართველმა დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად წყალი შეასხეს.
“შესვენება გვქონდა. მათ ჩემი ძებნა დაიწყეს, დოკუმენტები დახიეს, წყალი შემასხეს, პუტინის პორტრეტებს აჩვენებდნენ”,_თქვა გავრილოვმა.
საქართველო საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო 1921 წლამდე და ბოლო წლებში დაძაბული ურთერთობა აქვს რუსეთთან მოსკოვის მიერ საქართველოსთვის წართმეულ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების მხარდაჭერის გამო.
როგორც გავრილოვმა განაცხადა, მას სჯერავს, რომ აქციაზე მისი წასვლა მოითხოვეს, რადგან 1990-იან წლებში სეპარატისტული აფხაზეთის კონფლიქტში მონაწილეობაში ადანაშაულებენ.
რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის წევრის განცხადებით, შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობა არასდროს მიუღია.
ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოში დაიძაბა, როცა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების ქმედების გამო საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გააგზავნა ჯარი თვითმარქვია ავტონომიურ რეგიონზე კონტროლის აღსადგენად. რუსეთმა სამხრეთ ოსეთის გავლით ტანკებისა და ჯარისკაცების გაგზავნით უპასუხა და საქართველოს ტერიტორიაზე უფრო შორს წავიდა.
როდესაც ომი დასრულდა, რუსეთის ჯარმა უკან დაიხია მხოლოდ სამხრეთ ოსეთამდე, რომელსაც ის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მიიჩნევს.
ხუთშაბათს საღამოს საქართველოს პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების მისამართით, რომლებიც პარლამენტის შენობის შტურმით აღებას ცდილობდნენ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მომიტინგეების ნაწილი პოლიციელებთან შეტაკებების შედეგად დაშავდა, სანამ სხვებმა აიღეს ფარები.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეებს მოუწოდა დაუყონებლივ შეეწყვიტათ კანონის დარღვევა და ძალადობა, არ აყოლოდნენ პროვოკაციებს, დამორჩილებოდნენ პოლიციის მოთხოვნას და დაეტოვებინათ პარლამენტის ტერიტორია. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიიღებდა.