დღეს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, „სუხიშვილების“ „ოქროს თაობის“ წამყვანი მოცეკვავე-სოლისტის, მწერლისა და მსახიობის, არა ერთი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელის გივი სიხარულიძის ვარსკვლავის გახსნა და შემოქმედებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაა დაგეგმილი.
ღონისძიებაში არა ერთი სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლები და გივი სიხარულიძის მეგობრები მიიღებენ მონაწილეობას.
ვარსკვლავის გახსნის ორგანიზატორები კულტურისა და ხელოვნების განვითარების კავშირი „არტ-ფოლკი“, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი, საქართველოს კულტურის პალატა, ქ. თბილსის მერია და ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრი არიან.