დღეიდან, 3 მარტიდან უახლოესი ოთხი დღე, 6 მარტის ჩათვლით, საქართველოში ტემპერატურა 20 გრადუსს გადააჭარბებს. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ამ დროის განმავლობაში დასავლეთ საქართველოს დაბლობში მოსალოდნელია +21 +26 გრადუსი;
აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში _ +17 — +22 გრადუსი;
თბილი ამინდი შენარჩუნებული იქნება დედაქალაქშიც და ტემპერატურა +19 — +22 გრადუსი დაფიქსირდება.