BBC -ის ინფორმაციით, მეცნიერები ამბობენ, რომ თუ კლიმატის ცვლილების ეფექტის შესამცირებლად არაფერი გაკეთდება, 2100 წლამდე, ევროპაში ყოველწლიურად ექსტრემალური ამინდი 150 000-ზე მეტი ადამიანის დაღუპვას გამოიწვევს.
BBC-ის ცნობით, მეცნიერები ამბობენ, რომ კვლევის შედეგი შემაშფოთებელია, მაგრამ ექსპერტების ნაწილი პროგნოზს გადაჭარბებულად მიიჩნევს.
ევროკომისიის ერთობლივი კვლევის ცენტრის (JRC) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად:
- ექსტრემალური ამინდის შედეგად 1981-2010 წლებში წელიწადში 3000 ადამიანი იღუპებოდა, ხოლო 2071-2100 წლების განმავლობაში მოსალოდნელია 152 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპოს.
- 2100 წლისთვის, ევროპაში ყოველი 3 ადამიანიდან 2, კატასტროფების შედეგად დაზარალდება, როცა საუკუნის დასაწყისში 20 ადამიანიდან 1 ზარალდებოდა.
- საუკუნის დასაწყისში წყალდიდობის შედეგად წელიწადში 6 ადამიანი იღუპებოდა, მაგრამ საუკუნის ბოლოს ეს რიცხვი 233-მდე იზრდება.
კვლევამ აჩვენა, რომ აღნიშნული შედეგი ევროკავშირის 28 ქვეყანაში და ასევე შვეიცარიაში, ნორვეგიასა და ისლანდიაში ამინდის 7 სახეობას უკავშირდება:_ სითბური ტალღებს, ხანძრებს, გვალვას, წყალდიდობას, ქარიშხალს და ყინვას.
მაუწყებლის ინფორმაციით, გუნდმა 1981 წლიდან 2010 წლამდე კატასტროფების შესახებ არსებული ჩანაწერები შეისწავლა და გააერთიანა იმ ინფორმაციასთან თუ როგორ შეიძლება გაიზარდოს კლიმატის ცვლილება და ამით გამოწვეული მოსახლეობის დაუცველობა და მიგრაცია.
როგორც ცნობილია, სათბურის გაზების ემისიების მაჩვენებელი, რომელიც 1990 წლებიდან 3 გრადუსით გაიზარდა, საუკუნის ბოლოს გლობალურ დათბობას გამოიწვევს.
“კლიმატის ცვლილებები 21-ე საუკუნეში ადამიანის ჯანმრთელობისთვის ყველაზე დიდი გლობალური საფრთხეა, საზოგადოება უფრო და უფრო უკავშირდება ამინდზე ორიენტირებულ საფრთხეს”,_აცხადებს კვლევს ერთ-ერთი ავტორი, ჯოვანი ფორზიერი.
“გლობალური დათბობაზე საჭირო და გადაუდებელი სათანადო ზომების მიუღებლობის შემთხვევაში საუკუნის ბოლოსთვის 350 მილიონე მეტი ევროპელი დაზარალდება.”_ამბობს ის.
როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაეროს აცნობა, რომ 2015 წლის პარიზის ხელშეკრულებიდან გამოსვლას აპირებს.
მაუწყებლის ცნობით, სამხრეთ კორეას სეულის ეროვნული უნივერსიტეტის ექსპერტები ამბობენ, რომ კვლევის შედეგები შესაძლოა გადაჭარბებული იყოს.
ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის პროფესორი, პოლ უილკსონი, რომელიც კვლევაში არ მონაწილეობდა, მიიჩნევს, რომ კვლევა კიდევ ერთი შეხსენებაა იმის შესახებ თუ რა შეიძლება მოხდეს, სათბურის გაზების ემისიები შეუსუსტებლად გაგრძელების შემთხვევაში.