თერგის ბაზრობაზე სახანძრო ჯგუფები ამ დრომდე მუშაობენ.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები კვლავ გრძელდება. ამ დროისთვის ადგილზე სახანძრო სამსახურის 35 მანქანაა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი მღებრიშვილის თქმით, დამწვარია ბაზრობის მესამე სართული. ასევე, დაზიანდა მეორე სართულის ნაწილი და ავტოფარეხი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მცირე დაზიანებები მიიღო რამდენიმე ადამიანმა, მათ პირველადი დახმარება ადგილზე გაეწიათ.
ბაზრობაზე ხანძარი წუხელ გაჩნდა.
სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს ქვეყანაში სულ 15 222 ხანძრის შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 39%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2016 წელს საქართველოში ხანძრის 10 951 შემთხვევა გამოვლინდა.
imedinews.ge