Deutsche Welle-ს ინფორმაციიტ, ერაყის ქალაქ მოსულში, ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წევრი 20 ქალი დააკავეს. როპგორც სააგენტო იტყობინება, დაკავებულთაგან 5 გერმანიის მოქალაქეა.
“ისლამური სახელმწიფოს” მხარდაჭერ ქალებს შორისაა ერთი რუსი, თურქი, კანადელი, ლიბანელი და ჩეჩენი ქალი.
გამოცემისვე ცნობით, ექსტრემისტების მხარდაჭერაში ეჭვმიტანილები მოსულის გათავისუფლების შემდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს აიყვანეს. ისინი მიწისქვეშა გვირაბებში იმალებოდნენ და თან ჰქონდათ იარაღი და ე.წ. „შაჰიდის ქამრები“.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი დაკავებული გერმანელი 16 წლის სკოლის მოსწავლეა, რომელიც სახლიდან 2016 წელს გაუჩინარდა.