„ექვსი შესანიშნავი და ხელმისაწვდომი ადგილი, საიდანაც მთელ მსოფლიოში დისტანციურად მუშაობას შეძლებთ“, – ამ სათაურით The New York Post სტატიას აქვეყნებს და ექვს ქვეყანას ასახელებს, სადაც პოსტკოვიდურ პერიოდში უცხოელებს დისტანციურ მუშაობას სთავაზობენ.
საინფორმაციო სააგენტო გერმანიას, ესტონეთს, ჩილეს, ბარბადოსს და კოსტა-რიკასთან ერთად საქართელოსაც ასახელებს.
The New York Post-ს ყურადღება გამახვილებული აქვს თბილისის ისტორიულ უბნებში უძრავი ქონების ყიდვისა და დაქირავების ფასების შესახებ.
„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო საცხოვრებლად დაბალი ფასებით გამოირჩევა, ეს ქვეყანა კერძების სამოთხეა, საქართველო მსოფლიო ბანკის რეიტინგში ბიზნესის წარმოების სიმარტივის მიხედვით მეექვსე პოზიციას იკავებს“, – წერია სტატიაში.